დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემოსავალს იღებს საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიდან

რა შემოსავალს იღებს საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიდან

20-12-2023 10:00:00

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი კვლავ მზარდ ტრენდზეა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ ექსპორტზე 1,468,345.05 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, საიდანაც 103,296.72 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ექსპორტზე 971,005.30 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგიაა გატანილი, რომლის ღირებულებაც 84,283.48 ათასი დოლარი იყო.

2023 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით ივნის-ივლისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანას საკმაოდ დიდი გენერაცია ჰქონდა. ზამთრის თვეებში როგორც იცით ქვეყანა საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული და ცხადია, რომ ექსპორტს ვეღარ ახერხებს. სწორედ ამიტომ იყო, რომ 2023 წლის იანვარში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი არ დაფიქსირებულა, ხოლო ნოემბერში უკვე მინიმუმზე დავიდა. დეკემბრის სტატისტიკა კი ჯერ არ არსებობს, რადგანაც საანგარიშო თვე არ დასრულებულა.

ბოლო წლების სტატისტიკით კი ელექტროენერგიის ექსპორტის კუთხით რეკორდული 2010 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 1,524,282.00 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა.

2023 წლის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი სულ 4 ქვეყანაში მოახდინა, სადაც ლიდერი თურქეთია. უნდა აღუნიშნოს, რომ ქვეყნების სტატისტიკაში ელექტროენერგიის მოცულობები საქსტატის საიტზე მითითებული არ არის და მხოლოდ ღირებულებითი ნაწილის თანახმად,  ქვეყნიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 91%-ი თურქეთში გავიდა.

  • თურქეთი - 94,015.29 ათასი დოლარი,
  • აზერბაიჯანი - 5,158.15 ათასი დოლარი,
  • სომხეთი - 4,116.35 ათასი დოლარი,
  • რუსეთი - 6.93 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები