ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარების მწარმოებელი კომპანია „ენლილი“, მომხმარებელს როგორც დეჰიდრატორებს, ასევე სრულფასოვანი საწარმო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობას სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ენლილის“ დამფუძნებელს ბადრი ციქუბაძეს ესაუბრა.
„გარდა იმისა, რომ დეჰიდრატორების ხელმისაწვდომობა არ არის, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ბიზნესის დაწყება. მითუმეტეს, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 60% სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, მაგრამ მათი საქმიანობა თანამედროვე სოფლის მეურნეობას არ არის მთლად მორგებული და არც მომგებიანია. იმიტომ რომ პირველად ხილს ცდილობენ, რომ გაყიდონ და ისეთ დროს მოდის მათი მოსავალი, როცა ყველას მოსავალი აქვს და ძალიან დაბალია თვითღირებულება და ამონაგებიც მინიმალურია. ასევე უმეტესობას არ აქვს ცოდნა, თუ როგორ შეიძლება ეს ხილი დამუშავდეს და მიიღო მაღალ ღირებული პროდუქტი, შეინახო უფრო დიდხანს, გაყიდო 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო ძვირად და სარგებელიც მეტი მიიღო. შესაბამისად, ერთი მიმართულება დავამატეთ კონსულტირება, საწარმო ციკლის აწყობა, რაც სჭირდება დაწყებული ხილის გარეცხვიდან დაფასოებამდე დასრულებული.
შესაბამისად, ზოგს გრანტი ჰქონდა, ზოგს საკუთარი დანაზოგი და ამ თანხის ფარგლებში შესაბამისი სიმძლავრის გადამამუშავებელი საწარმოების შეთავაზება დავიწყეთ და რასაც ვუყურებთ ძალიან გამოადგათ და მუშაობს ეს მეთოდი. ამან მოითხოვა ის, რომ ქართული კომპანიები იყვნენ შემომტანი კომპანიები იმიტომ რომ ადგილზე ყველანაირი ტექნიკა არ იწარმოება. თუ არ არის მსხვილი გაყიდვები დიდ მაღაზიებს არ უღირთ ერთეული ტექნიკის შემოტანა და უკვე 2023 წელს დავამატეთ იმპორტი, რითაც უზრუნველვყოფთ ამ მომხმარებლების ინტერესების სრულყოფას. ვაწყობთ საწარმოო ციკლებს. ამ ეტაპზე ვემსახურებით მცირე და საშუალო ბიზნესს გამომდინარე ჩვენი რესურსებიდან მეტს ვერ ვწვდებით, თუმცა შესაძლებლობები ცოდნიდან გამომდინარე გვაქვს, რომ მსხვილ ბიზნესსაც თავისუფლად მოვემსახუროთ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ბადრი ციქუბაძე.
კომპანიის უპირატესობა სხვადასხვა ფაქტორებს მოიცავს. როგორიც არის: ცოდნა, პროდუქციის უნიკალურობა და სხვა.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობებია: უნიკალური დეჰიდრატორები, რაც აქტიურად გამოიყენება, ასევე ცოდნა, რაც სხვებს არ აქვთ და მომხმარებელიც მაგიტომ ირჩევს ჩვენთან ყოფნას და თანამშრომლობას, რომ ჩვენთან არის ცოდნის გაზიარების რესურსიც, ანუ ტექნიკას კი არ ვაწვდით მხოლოდ, არამედ ვუხსნით როგორ გამოიყენოს, როგორ უფრო უკეთესია, როგორ დააჯგუფოს სხვადასხვა ტექნიკა, რომ ციკლი მიიღოს და ბაზარზე გაიტანოს. ეს ბაზარზე გატანილი პროდუქტი იყოს კონკურენტუნარიანი და შესაბამისად, ერთიანი კონსულტაცია ბევრად მეტს ნიშნავს და ცოდნის მიღება, ვიდრე მარტო ტექნიკის ყიდვაში დახმარება ან საწარმოს აღჭურვა. იმიტომ რომ ამას სჭირდება მართვა, დაგეგმარება, შენახვის პირობები , HACCP სტანდარტის , ISO სტანდარტების დაცვა. ჩვენ ცოდნა გვაქვს და ვაძლევთ თავიდანვე, როდესაც საწარმოს იწყებენ ნულიდან, მოაწყონ ისეთი სტანდარტით, რომ არც ევროკავშირში გაუჭირდეთ მათ პროდუქციას გასვლა, არც ადგილობრივ ბაზარზე, არც მარკეტებში შესვლა და ა.შ “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ენლილი“ -ს , როგორც ვებ, ასევე ფეისბუქ გვერდებზე:
უახლესი
8 საათის წინ
ბათუმის Hive Tech Hub კომპანიების მისაღებად ემზადება8 საათის წინ
პრემიუმ ხარისხის ლიფტებზე მოთხოვნა გაზრდილია - ICE