დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პოზიცია უჭირავს აშშ-ში ქართული ღვინოს - AAWE-ს მონაცემები

რა პოზიცია უჭირავს აშშ-ში ქართული ღვინოს - AAWE-ს მონაცემები

12-10-2023 09:00:19

აშშ-ს ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists AAWE) მონაცემებით, საქართველოდან ამერიკაში 4 მლნ დოლარის ღვინო შევიდა.

აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებს და ამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ამერიკისთვის მე-16 საიმპორტო ბაზარია და საქართველო ამ ადგილს მექსიკასთან იყოფს.

შესაბამისი ინფოგრაფიკა AAWE-მა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ აშშ-ში ყველაზე მეტი რაოდენობით ღვინო საფრანგეთიდან შედის. ანუ საფრანგეთი ამერიკისთვის #1 საიმპორტო ბაზარია.

8 თვეში აშშ-მ საფრანგეთიდან 1 მლრდ 745 მლნ დოლარის ღვინო იყიდა. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც აშშ-ში 1 მლრდ 444 მლნ დოლარის ღვინის გადაზიდვა განხორციელდა. აშშ-სთვის ღვინის იმპორტიორი ქვეყნების TOP-3-ში ბოლო ადგილზე ახალი ზელანდიაა, საიდანაც აშშ-ში 410 მლნ დოლარის ღვინო შევიდა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები