საქართველო 2024 წელს აზერბაიჯანიდან 3,017.383 მლნ კუბ/მ გაზის იმპორტს გეგმავს, ხოლო რუსეთიდან 200.000 მლნ კუბ/მ გაზის იმპორტს. ამის შესახებ ნათქვამია 2024 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დოკუმენტში.
ირკვევა, რომ მთლიანობაში 2024 წელს ქვეყნის გაზის მოწოდების პროგნოზი 3,231.516 მლნ კუბ/მ-ია, საიდანაც შაჰ-დენიზის (დამატებითი +ოფციური) წილი იქნება 1,515.862 მლნ კუბ/მ, ხოლო სოკარი-ს მეშვეობით ქვეყანა 1,501.521 მლნ კუბ/მ ბუნებრივ გაზს მიიღებს.
2024 წელს ადგილობრივი მოპოვება 14.133 მლნ კუბ/მ დონეზე ივარაუდება.
რაც შეეხება გაზზე მოთხოვნის პროგნოზს, ის 2024 წელს 3,191.516 მლნ კუბ/მ იქნება, საიდანაც სოციალური ბუნებრივი გაზი იქნება 2,221.461 მლნ კუბ/მ, თბოელექტროსადგურების მიერ მოთხოვნა 762.550 მლნ კუბ/მ-ს მიაღწევს, ხოლო უშუალოდ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის პროგნოზი 1,458.911 მლნ კუბ/მ-ის დონეზეა, ხოლო კომერციული სექტორის მხრიდან მოთხოვნის პროგნოზი 970.055 მლნ კუბ/მ-ია.
2024 წელს ტრანსპორტირებისას გაზის დანაკარგის მაჩვენებელი კი 40.000 მლნ კუბ/მ-ზეა პროგნოზირებული.
უახლესი