დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იცვლება აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში

რა იცვლება აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში

19-07-2023 14:00:36

 

საპენსიო სააგენტოს სქემაში მონაწილე პირებს 6 აგვისტოდან საინვესტიციო პორტფელის შერჩევა რისკიანობიდან გამომდინარე შეეძლებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ჭიჭინაძემ სააგენტოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონში ახალი ჩანაწერის მიხედვით, 6 აგვისტოდან დაგროვებითი საპენსიო სისტემაში ჩართული პირებისთვის ცვლილებები იგეგმება.

„საპენსიო სქემის მონაწილეებს, 5 წლისთავზე, უკვე შეეძლებათ, რომ თავისი სურვილისამებრ აირჩიონ საინვესტიციო პორტფელი რისკიანობიდან გამომდინარე. კანონის მიხედვით, მოხდება მონაწილეების ასაკობრივი გადანაწილება. კერძოდ, 40 წლამდე მონაწილეები მოხვდებიან მზარდ პორტფელში, რომელიც მაღალრისკიანია.

50 წლამდე მოქალაქეები საშუალო რისკის, ე.წ. შერეულ პორტფელში, ხოლო 50-დან 60 წლამდე მოქალაქეები დაბალრისკიან, სტაბილურ პორტფელში გადანაწილდებიან.

6 აგვისტოდან მონაწილეებს შეეძლებათ ასაკოვანი ზღვრის მიუხედავად სურვილისამებრ აირჩიონ პორტფელი და მათი კომბინაციაც მოახდინონ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან“, - განმარტა გიორგი ჭიჭინაძემ.

მისი ინფორმაციით, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საპენსიო სქემის მონაწილეებს იუსტიციის სახლებში ან საპენსიო სააგენტოს ოფისში შეეძლებათ.

მოგვიანებით გავრცელდება შესაბამისი ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პროცედურები, რის გავლაც მონაწილეებს მოუწევთ.

ცნობისთვის,2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები კი 631 მილიონ ლარს შეადგენს.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 420 ათასია. სააგენტოს ცნობით, დღეისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4.118-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 11 684 674.97 ლარს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები