დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის თქვენთვის ბანკი? - რას აჩვენებს საბანკო ასოციაციის კვლევა

რა არის თქვენთვის ბანკი? - რას აჩვენებს საბანკო ასოციაციის კვლევა

21-04-2023 09:06:40

კითხვაზე „რა არის თქვენთვის ბანკი?“ გამოკითხულთა 47%-ი მიიჩნევს, რომ მათთვის ბანკი პირველ რიგში არის „საჭირო თანხა საჭირო დროს“.

საბანკო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით („ბანკის სამომხმარებლო აღქმა“)  ინტერვიუერებს კითხეს „რას არის თქვენთვის ბანკი?

„წაგიკითხავთ 4 წინადადებას და მითხარით, რომელი გამოხატავს უკეთ თქვენს დამოკიდებულებას ბანკების მიმართ პირველ რიგში და მეორე რიგში?“.

მიღებული პასუხების თანახმად 23%-ი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში „ბანკი არის კომფორტი". 11%-ის აზრით კი ბანკი „ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია“.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის გამოკითხვასთან შედარებით, მიმდინარე გამოკითხვით ბანკის აღქმის ინდექსი შედარებით გაუმჯობესებულია.

კვლევა სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, 2023 წლის იანვრის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხულთა რაოდენობა  - 1100 ადამიანია; კვლევის გენერალური ერთობლიობა 1,2 მლნ მოქალაქე, მსხვილი ქალაქების მოსახლეობა, ასაკი 18-65 წლამდე. 

წინამდებარე კვლევა ჩატარებულია ა(ა)იპ საქართველოს საბანკო ასოციაციის (შემდგომში - ასოციაციის) დაკვეთით და კვლევასა და მასში მოცემულ ინფორმაციაზე/მონაცემებზე სრულად ვრცელდება ასოციაციის საკუთრების უფლება.

კვლევის და მასში მოცემული ინფორმაციის/მონაცემების ნებისმიერი ფორმით დამუშავება, რეპროდუქცია, კოპირება, კორექტირება, გადაკეთება, გამოქვეყნება, გადაცემა, გავრცელება და ა.შ. ასოციაციის წინასწარი თანხმობის გარეშე, გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები