საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესებას, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით ითხოვს, რაც, დღეის მონაცემებით, 636 ლარს შეადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 6 ოქტომბერს პარლამენტში გაერთიანებული პროფკავშირები ინიციატივას შეიტანს.
ორგანიზაციის მოთხოვნაა, მინიმალური ხელფასი განისაზღვროს 636 ლარით, რაც საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობაა. ინიციატივას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი დაარეგისტრირებს.
როგორც ,,გაერთიანებული პროფკავშირებიდან“ Busiess Insider Georgia- ს აცნობეს, სამომავლოდ მინიმალური ხელფასის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასაც მოითხოვენ, რაც ევროდირექტივების თანახმად, საშუალო ხელფასის 60%-ს მოიცავს.
,,მინიმალური ხელფასი საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული თვეში 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც საქსტატის დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12,6- ჯერ ნაკლებია. საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი 190,000 ადამიანზე მეტს აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ ამ ოდენობის ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა", - აცხადებენ პროფკავსირებში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 125,000 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500 ლარამდე ხელფასს- 131 841 დასაქმებული იღებს.
უახლესი