2024 წლის პირველ კვარტალში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია.
APM Terminals Poti-ს მონაცემებით, მათ მიერ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 126 512 TEU კონტეინერი დამუშავდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 124 274.
საანგარიშო პერიოდში, 2024 წლის პირველ სამ თვეში დამუშავდა 20 151 ავტომობილი, ხოლო 2023-ში 18 509.
ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 74 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2023 წლის იგივე პერიოდში - 71.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ფოთის პორტმა მიიღო ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი რაც აქამდე მიუღია და ამავდროულად, დაამუშავა რეკორდული მოცულობის 3523 TEU - 2138 კონტეინერი ერთ გემზე, რომლის საერთო წონაც 36000 ტონაზე მეტი იყო.
უახლესი
13 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს18 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები1 დღის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები