პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალ საიმიგრაციო კანონს აპროტესტებს.
საპროტესტო მსვლელობაში ის უცხოელებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც საფრანგეთში სამუშაოდ საჭირო დოკუმენტები არ აქვთ.
ქვეყნის პარლამენტმა დეკემბერში დაამტკიცა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი, რომელიც საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს და სოციალური დახმარების მიღებას ართულებს.
ახალი წესებით გართულებულია მიგრანტების მიერ ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის