დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების საკითხებზე შეხვედრა გამართა

ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების საკითხებზე შეხვედრა გამართა

11-06-2024 15:43:00

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრშიმიმდინარე პროექტის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ . ოზურგეთის საჯარო სკოლისმოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. გარდა ამისა, მან მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული სექტორის მუშაობის პრინციპები გააცნო და ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკაზე, როგორც მომავლის პროფესიაზე.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრშიმიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონისსკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატისცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებმათი ინფორმირება.

 

პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონებისმუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებსუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები