საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 492 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი) 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.0 პროცენტით მეტი). ნებართვების 74.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე,
კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
უახლესი
57 წუთის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI2 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს5 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება