დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ორბი სითში“ წლიური დატვირთულობა 40%-ს, სეზონზე კი 80%-ს აღემატება - „ორბი“

„ორბი სითში“ წლიური დატვირთულობა 40%-ს, სეზონზე კი 80%-ს აღემატება - „ორბი“

05-07-2023 15:00:11

კომპანია „ორბი“ ბათუმში მდებარე 5* სასტუმრო კომპლექს „ორბი სითიში“ აპარტამენტებს ყიდის. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ორბი სითი“, როგორც ბათუმის სავიზიტო ბარათი, წლის განმავლობაში ქალაქის ყველაზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.

სასტუმროს საშუალო წლიური დატვირთულობა 40%-ს, სეზონზე კი 80%-ს აღემატება.

„გრანდიოზული ინფრასტრუქტურით გამორჩეული სასტუმრო, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. თითოეული ნომრიდან ზღვისა და მთის შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება. აპარტამენტები ბარდება რემონტით, ავეჯით და ტექნიკით.

„ორბი სითიში“ აპარტამენტის გაქირავება შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე მმართველი კომპანიის დახმარებით“,- აცხადებენ კომპანიაში. .

თანხის გადახდის რა მეთოდს სთავაზობს „ორბი“ მომხმარებელს: 

  • პირველადი შენატანი 10%-დან
  • შიდა განვადება კომპანიისგან ექსკლუზიური პირობებით
  • 15 წლამდე იპოთეკური კრედიტი, გამარტივებული პროცედურით.

კომპლექსის უნიკალური ინფრასტრუქტურა 200 000 კვ.მ ფართობს ფარავს და აერთიანებს:

  • სავაჭრო ცენტრს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდებს
  • ღია და დახურულ აუზებს
  • სპა და ფიტნეს ცენტრებს
  • სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ცენტრებს
  • ლაუნჯ ბარებს
  • რესტორანს ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში, პანორამული ხედებით ზღვაზე
  • საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზებს
  • კინო-თეატრს
  • გასართობ და დასასვენებელ ზონებს
  • საბავშვო მოედნებს
  • მიწისქვეშა პარკინგს

„პირველად ამიერკავკასიაში, კომპლექს „ორბი სითის“ ინფრასტრუქტურული ნაწილის ოპერირებას უზრუნველყოფს, კომერციული ფართების მართვის სფეროში, მსოფლიოში ლიდერი ამერიკული კომპანია - JLL“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები