ამიერიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგანაც დღეიდან შესაძლოა ქუჩაში საცურაო კოსტიუმის, ან შორტით სიარულის გამო 6000 მანეთით დაჯარიმდნენ.
ირკვევა, რომ დღეიდან თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, საჯარო ადგილებში, პლაჟის კოსტიუმებით გამოჩენისთვის ჯარიმები გაზრდილია.
ჯარიმა ადრე 300 რუბლს შეადგენდა, 1 აგვისტოდან კი ის 6 ათას რუბლამდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რუსი ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ყურადღებით მოეკიდება მათ გარეგნობას პლაჟების გარეთ. დაჯარიმდებიან ისინი, ვინც პლაჟის ფარგლებს გარეთ დადის:
ქალები - საცურაო კოსტიუმებში,
მამაკაცები - შორტებში და შიშველი ტანით.
ირკვევა, რომ ყველა ქალაქში გაჩნდება ბანერები, რომლებიც სტუმრებს მიუღებელი ჩაცმულობის და მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ გააფრთხილებენ.
უახლესი