დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობის ფასი კვლავ მზარდია

ნავთობის ფასი კვლავ მზარდია

15-11-2023 10:18:59

ნავთობის საორიენტაციო ფასები ზომიერად იზრდება. Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ბარელზე $82,7 შეადგინა, რაც 0,23 დოლარით (0,28%) აღემატება წინა სესიის დახურვის ფასს. სამშაბათს ეს კონტრაქტები 5 ცენტით დაეცა და ბარელზე $82,47 შეადგინა.

WTI ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების კოტირება ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაზე ამ დროისთვის გაიზარდა 0,18 დოლარით (0,23%) და 78,44 დოლარი შეადგინა ბარელზე. ბოლო სესიის ბოლოს ფასი არ შეცვლილა და ბარელზე 78,26 დოლარი იყო. 

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, გასულ კვირას აშშ-ს მარაგები გაიზარდა 1,34 მილიონი ბარელით. მანამდე კი ერთი კვირით ადრე, მარაგის ზრდამ 11,9 მილიონი ბარელი შეადგინა. 

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები დღეს საღამოს გამოქვეყნდება. Trading Economics-ის გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ნავთობის მარაგი კიდევ 1,8 მილიონი ბარელით გაიზრდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები