მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

როდის, როგორ და ვინ აირჩევს ახალ პრეზიდენტს - პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება

news image

როდის, როგორ და ვინ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, როდის და სად ჩატარდება პრეზიდენტის ინაუგურაცია - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკითხი მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიაში შემავალი 300 ადამიანი აირჩევს, რომელთაგან 150 პირი, პარლამენტის წევრი იქნება. მისივე თქმით, არჩევნებს პარლამენტის შენობაში ცესკო ჩაატარებს.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, მომავალი პრეზიდენტი იქნება პირველ რიგში პატრიოტი, რაც წინა და მოქმედ პრეზიდენტს განსაკუთრებით აკლდათ.

„ის იქნება ქართველი პატრიოტი და ეს არის როგორც აღმოჩნდა ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა, ეს არის პასუხისმგებლობის გააზრება საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე, რომელიც წინა პრეზიდენტებს აკლდათ, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც საბოლოო ჯამში ქართველად ვერ შედგა.

ჯერ ჩვენ დავასახელებთ არჩევნების თარიღს, ყველაფერი პროცედურების მიხედვით იქნება და ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. როგორც იცით ორი საკითხია - პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია. პირველად მოხდება არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის და ამით ჩვენ დავასრულებთ სრულად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას. სამასი წევრისგან შემდგარი კოლეგია იქნება, რომლის ნახევარია პარლამენტის წევრები, მეორე ნახევარი კი აჭარა-აფხაზეთის უზენაესი საბჭოები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. არჩევნები პარლამენტის შენობაში შედგება და ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და კანონი ითვალისწინებს, რომ არჩევნების დღეს, 9-დან 2 საათამდე მოდიან კოლეგიის წევრები, არის ღია კენჭისყრა ბიულეტენით. შემდეგ ამას დაითვლის ცესკო. ეს ყველაფერი გადაიცემა პირდაპირი ეთერით. თუკი კანდიდატურა ორ მესამედს - 200 ხმას ვერ მოიპოვებს, ამის შემდეგ მეორე ტური ტარდება და უკვე ნახევარზე მეტი ხმის მიღებით ხდება არჩევა.

რაც შეეხება ინაუგურაციას, კანონით დავაზუსტეთ, მივყევით იმ ტრადიციებს რაც არის ხოლმე საპარლამენტო რესპუბლიკებში და ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში. არჩევნების შემდეგ მესამე კვირას ჩატარდება ინაუგურაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა