დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღესდღეობით სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოა და კურსთან დაკავშირებული მერყეობა სპეკულაციებით იყო გამოწვეული - ლევან ვეფხვაძე

დღესდღეობით სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოა და კურსთან დაკავშირებული მერყეობა სპეკულაციებით იყო გამოწვეული - ლევან ვეფხვაძე

22-11-2024 12:20:00

ვფიქრობ, რომ დღეს კურსი ასე თუ ისე სტაბილურია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა (BAG) დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეისათვის ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოა და ის მერყეობა რაც კურსთან დაკავშირებით იყო გარკვეულწილად სპეკულაციებთან იყო დაკავშირებული. 

„მე ვფიქრობ, რომ კურსის სტაბილურობაზე მეტად მთავარია, რომ დღეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის სტაბილური. ამ ფონზე კურსის მოკლევადიანი რყევები შეიძლება უკავშირდებოდეს სპეკულაციებს ან გარკვეულ შიშებს, რაც არის დროებითი ეფექტი. ამიტომ მეორე მხრივ თუ მაკროეკონომიკური სიტუაცია სტაბილურია და ამას ძირითადად ინვესტორები უყურებენ, საუბარი მაქვს იმ ინვესტორებზე, რომელიც უფრო გრძელვადიანი ხედვით გამოირჩევიან, მე მგონია, რომ ამ მხრივ ჩვენთან პრობლემები ნამდვილად არ არსებობს. ერთ რამეს დავამატებ, რომ ჩემი პერსონალური ხედვის გარდა, აუცილებელია, რომ BAG-ის ინდექსის მეოთხე კვარტლის მონაცემები გვქონდეს. ახლა არის ჩაშვებული ეს კვლევა. კომპანიები ძალიან აქტიურად ავსებენ და მართლა ძალიან მაინტერესებს მათი შეფასებები, რომელსაც უკვე დეკემბერში გამოვაქვეყნებთ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები