დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„წერტი“ წარმოებას აფართოებს

„წერტი“ წარმოებას აფართოებს

22-11-2024 12:00:00

„წერტი“ წარმოებას აფართოებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან „წერტის“ დამფუძნებელმა ბიძინა გონაშვილმა განაცხადა.

„გავაფართოვეთ წარმოება. დეკემბრიდან გვექნება ცენტრალიზებული საწარმო. ვაპირებთ ახალი მიმართულების დამატებას მზა კვების სეგმენტში.

ცენტრალიზებული საწარმო მდებარეობს თბილისში აეროპორტის ტერიტორიაზე. დავამატებთ მზა საჭმელებს და გვინდა ჩვენი პროდუქცია სხვა ქსელებში შევიტანოთ, მათ შორის დაფასოებული ხორცი“,- განაცხადა ბიძინა გონაშვილმა.

მისი ინფორმაციით, „წერტის“ ფილიალების  გახსნა არ იგეგმება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ დიდ ქსელთან, სადაც „წერტი“ გეგმავს შეფუთული ქათმის ხორცისა და ფარშის, ძროხისა და ღორის ხორცის შეტანას.

რაც შეეხება მზა საკვების წარმოების საკითხს, როგორც ბიძინა გონაშვილი ამბობს, მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა ექნება.

„ვაწარმოებთ ყველა საკვებს, რაც ქართული ტრადიციული სუფრისთვის იქნება საჭირო და მომხმარებელს საშუალება ექნება ახალი პროდუქტები დეკემბრიდან შეიძინონ  ჩვენს მარკეტებში. საკვები თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება და აქვს ხანგრძლივი შენახვის ვადა, რაც ერთ კვირას შეადგენს“, - განაცხადა ბიძინა გონაშვილმა.  

ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს.

კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები