დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ნარჩენების განთავსების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა

ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ნარჩენების განთავსების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა

22-12-2023 12:00:00

საქართველოს ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ნარჩენების განთავსების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების მოცულობამ 1045.1 ტონა შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველზე დიდი მაჩვენებელია. 

ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების მოცულობა (2018-2022 წლები) წყარო საქსტატი (ათასი ტონა) 

  • 2018 წელი - 977.4 ტონა;
  • 2019 წელი - 994.6 ტონა;
  • 2020 წელი - 973.3 ტონა;
  • 2021 წელი - 1005.9 ტონა; 
  • 2022 წელი - 1045.1 ტონა; 

ამასთან, ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების ზრდის პარალელურად, იზრდება ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მოცულობაც. რამაც 2022 წელს - 279.4 ტონა შეადგინა. 

მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე (2018-2022 წლები) წყარო საქსტატი

  • 2018 წელი - 262.5 ტონა;
  • 2019 წელი - 267.6 ტონა;
  • 2020 წელი - 261.1 ტონა;
  • 2021 წელი - 272.7 ტონა; 
  • 2022 წელი -  279.4 ტონა. 

საქართველოში 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელია. 2013 წლამდე თითქმის ყველა ნაგავსაყრელი არაორგანიზებულად, გარემოს დაცვის სტანდარტების შეუსაბამოდ ფუნქციონირებდა.

2013 წლიდან შპსსაქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მართავს (ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). კომპანიის მიერ კეთილმოეწყო 31 მუნიციპალური ნაგავსაყრელი და შესაბამისი სტანდარტებით დაიხურა – 23.

„დღესდღეობით, საქართველოში ნარჩენების განთავსების სისტემის მთავარ ღერძს მუნიციპალური ნაგავსაყრელები წარმოადგენს, თუმცა ეს ტენდენცია სამომავლოდ შეიცვლება. აშენდება ახალი რეგიონული ნაგავსაყრელები, რომლებიც ჩაანაცვლებს არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს. მათგან ნაწილი დაიხურება, ნაწილზე კი გადამტვირთი სადგურები მოეწყობა. ზოგიერთი მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც ქვეყნის მთიან რეგიონში მდებარეობს, კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას, რადგან ზამთარში, დიდთოვლობით გამოწვეული  ჩაკეტილი გზები ნარჩენების ტრანსპორტირებას რეგიონულ ნაგავსაყრელებზე შეუძლებელს გახდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები