გერმანიის მეორე ბუნდეს ლიგის მე-17-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლს რუემ“ უშუალო კონკურენტი „პადერ ბორნი“ 2:1 დაამარცხა. მატჩის გმირი კი, ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
საქართველოს ნაკრების წევრმა მე-16-ე წუთზე თანაგუნდელს კარგი პასი გაუკეთა, 20 წუთში კი თავადაც გაიტანა. ქართველის გუნდმა ამ გამარჯვებით 29 ქულა დააგროვა და ზამთრის ჩემპიონი გახდა.
ზივზივაძემ კი მეორე ბუნდეს ლიგის პირველი წრე, ბომბარდირთა დავაში ლიდერის პოზიციაზე დაასრულა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა