საქართველოს მთავრობა ყოველთვის გამოხატავდა მზაობას განეხილა ნებისმიერი დეტალი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, თუმცა ყოველთვის აწყდებოდა ყრუ კედელს ოპონენტების მხრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
„ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ უკვე რამდენი ხანია. მათ შორის წელს, როდესაც დავაინიცირეთ კანონპროექტი. თავიდანვე ვამბობდით შარშანაც და წელსაც, რომ მზად ვართ ვისაუბროთ. სულ რამდენიმე გვერდი არის ამ კანონპროექტში. მზად ვართ ვისაუბროთ თითოეულ მუხლზე, თითოეულ პუნქტზე, თუკი ვინმე ხედავს რაიმე პრობლემურს ამ კანონში, მზად ვართ ვისაუბროთ, განვიხილოთ, შევჯერდეთ და თუკი საჭიროება იქნება შესაბამისი კორექტირება გავაკეთოთ. რა იყო ხოლმე ამაზე პასუხი ხომ გახსოვთ? - ყრუ კედელი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც გვეუბნებოდნენ არა, არავითარი დისკუსია, არ მიიღოთ ეს კანონი. როცა მივიღეთ ეს კანონი კვლავ ვამბობდით, რომ მოდით კიდევ ვისაუბროთ, რომელი მუხლი, რომელი დებულება თქვენი აზრით არის პრობლემური და მზად ვართ თუკი ამ საკითხზე ვისაუბრებთ და შევჯერდებით მოხდეს კორექტირება. აქაც აშენდა ყრუ კედელი შიგნით თუ გარეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან არ იყო მზაობა შინაარსობრივი დისკუსიისთვის და როგორც იქნა, აღმოჩნდა ერთ-ერთი წამყვანი [ალენ ბერსე] პირი ევროპიდან, რომელმაც თავად გამოხატა იდეა და მზადყოფნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით იყოს განხილვა. პაპუაშვილმა აღნიშნა ის მწვავე რეაქცია ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას მოჰყვა.
„ვნახეთ ჩვეულებრივი თავდასხმა ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან და უცხოელების მხრიდან. დააკვირდით და ჩამოწერეთ სია იმ ქართველების, იმ უცხოელების, ვინც ამ დღეებში თავს დაესხა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და პირდაპირ ნახავთ ვინ ურევს საქართველოში სიტუაციას, ვის უნდა საქართველოში დაპირისპირება, ვის უნდა, რომ სიტუაცია მართლა მივიდეს იქამდე, რომ ადამიანებმა მართლა დააზიანონ ერთმანეთი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უახლესი
5 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა18 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები