დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა

დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა

21-12-2024 14:12:00

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ „საახალწლო სოფელს“, სადაც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

 

დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ „საახალწლო სოფელში“ მოწყობილია: სამეწარმეო და გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, საბავშვო თემატური სივრცეები, ⁠⁠სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები.

 

რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს დახვდებათ: გასტრონომიული მარკეტი, „თბილისის საშობაო ბაზარი“, საახალწლო მატარებელი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები, ⁠⁠ტკბილეულის ფესტივალი.

 

„საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება: ზღაპრის გმირების მსვლელობა,

საბავშვო კონცერტები, საღამოს კონცერტები, ⁠⁠ღია კინოთეატრი, ⁠⁠თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები და ⁠⁠საბავშვო-გასართობი აქტივობები.

 

„საახალწლო სოფელში“ ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები