დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე 4.7%-ით გაიზარდა

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე 4.7%-ით გაიზარდა

19-07-2024 12:16:00

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.7 პროცენტით;

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით;

მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.9 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.6 პროცენტით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 6.1 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 3.7 პროცენტით. ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 0.6 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 17.1 პროცენტით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 7.0 პროცენტით. ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 4.6 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 2.0 პროცენტით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები