მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 15%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 1,607,996.85 ათასი დოლარის ღირებულების 104,845.00 ერთეული ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა. 2023 წლის იანვარ-ივლისში კი 123,410.00 ერთეულის, რომლის ღირებულებაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს აჭარბებს. 2023 წლის 7 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ღირებულებამ 1,876,418.96 ათასი დოლარი შეადგინა.
როგორც ცნობილია ბოლო წლებში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების სტატისტიკა მზარდია. თუმცა იმპორტის კუთხით რეკორდული წელი 2023 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 3,323,596.01 ათასი დოლარის ღირებულების 219,638.00 ავტომობილი იყიდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კუთხით ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ია.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს:
უახლესი