დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიოში კაკაოს მარცვლის საბირჟო ფასები მაქსიმუმზეა

მსოფლიოში კაკაოს მარცვლის საბირჟო ფასები მაქსიმუმზეა

14-12-2024 19:35:00

ICE Futures-ის მონაცემებით, კაკაოს მარცვლებზე საბირჟო ფასები აპრილის შემდეგ 1,29%-ით პირველად გაიზარდა და ტონაზე 10,961 აშშ დოლარი შეადგინა.

კვირის დასაწყისიდან კაკაოს მარცვლებზე ფასი თითქმის 11%-ით გაიზარდა. უფრო მეტიც, დეკემბრის დასაწყისიდან კაკაოს მარცვლები 16%-ით გაძვირდა.

წინა თვეში ასევე შესამჩნევად გაიზარდა კვოტები: ნოემბერში ზრდამ თითქმის 30% შეადგინა.

კაკაოს საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, ნოემბერში მსოფლიოში კაკაოს მარცვლებზე ფასები გაიზარდა დეფიციტის შიშის გამო, მიუხედავად ბაზრებზე ნედლეულის მიწოდების ზრდისა, ფერმერებს ჯერ არ გადაუხდიათ ვალები შარშანდელ კონტრაქტებზე. უამინდობისა და ხეების დაავადებების გამო ახალ მოსავალს საფრთხე ემუქრება.

კაკაოს მარცვლის ფასებთან დაკავშირებით ვითარების გამამწვავებელ ფაქტორებს შორის ექსპერტებმა საფონდო ბირჟებზე მარაგების დონე დაასახელეს. ამრიგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნოემბერში მარაგები 20%-ით შემცირდა, აშშ-ში კი იმავე პერიოდში საფონდო ბირჟაზე მარაგებმა 11%-ით დაიკლო.

რაც ნათლად აჩვენებს, რომ მარაგები ვერ იზრდება ბაზრებზე გაზრდილი მიწოდების მიუხედავად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები