მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
ის საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით აირჩია. 225 ბიულეტენიდან ერთი ბიულეტენი გაბათილდა.
ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი ამერიკული მოდელით - არაპირდაპირი გზით აირჩიეს.
საარჩევნო კოლეგიის წევრები იყვნენ პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის 20, აჭარის მთავრობის 21 წევრი, კოლეგიაშია თვითმმართველობების 109 წარმომადგენელი.
არჩევნების პროცედურულ ნაწილზე პასუხისმგებელი ცესკო იყო.
ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
უახლესი
23 საათის წინ
მსოფლიოში კაკაოს მარცვლის საბირჟო ფასები მაქსიმუმზეა