სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 65 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, რითაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები 27%-ით გააუმჯობესა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ 2023 წლის 9 თვეში სულ 51 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა.
მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანია „ირაო“ TOP 10-ში მე-6 პოზიციას იკავებს.
2024 წლის სამივე კვარტალში „ირაომ“ 28 მლნ ლარის სადაზღვევო ზარალი აანაზღაურა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 27 მლნ ლარის. ზრდა 4%-მდეა.
სადაზღვევო კომპანიების რეიტინგში „ირაო“ ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალის მიხედვით მეშვიდე პოზიციაზეა.
„ირაოს“ მიერ 2024 წლის 9 თვის განმავლობაში გამომუშავებული პრემია 56 მლნ ლარია, ხოლო დამდგარი სადაზღვევო ზარალი 31 მლნ ლარი.
ასევე, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის „ირაოს“ მიერ განმავლობაში ნეტო გამომუშავებული პრემია 42 მლნ ლარია, ხოლო ნეტო დამდგარი სადაზღვევო ზარალის მოცულობა 25 მლნ ლარი.
ირაოს მიერ 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 10,6 მლნ ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლებით კი სადაზღვევო კომპანია ამ ბაზრის 6%-ს ფლობს.
2024 წლის 9 თვის განმავლობაში „ირაომ“ ქონების დაზღვევის სახეობაში 10 მლნ ლარი მოიზიდა და ბაზრის 9%-საც დაეუფლა.
იანვარ-სექტემბრის განმავლობაში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის მიხედვით ირაო ბაზრის 4%-ის მფლობელია და საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის აღნიშნული პროდუქტების რეალიზებით 2,9 მლნ ლარი მოიზიდა,
2024 წლის 9 თვის განმავლობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია „ირაოს“ მაგალითზე 2 მლნ ლარს და შესაბამისად ამ ბაზრის 8%-ს მოიცავს.
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2024 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 983 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 243 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 115 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 მილიონ ლარს.
უახლესი
39 წუთის წინ
ახალი წელი ვერ გადაიდება - კახა კალაძე