ელექტრომობილის რევოლუცია გრძელდება ჩინეთის ხელმძღვანელობით, სადაც სრულიად ელექტრო და ჰიბრიდები 2024 წელს მთლიანი გაყიდვების 35%-ს შეადგენს.
ფაქტობრივად, ჩინეთზე მოდის მთელ მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების 58%-ი. ეს მონაცემი განსხვავებულია დასავლური ბაზრებისგან, სადაც ელექტრომობილები + ჰიბრიდების გაყიდვები ახლა იწყებს ზრდას. 2023 წელს აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვებმა მხოლოდ 8.4% შეადგინა.
ჩინეთის დომინირება აშკარაა იმით, რომ ყველაზე გაყიდვადი ელექტრო მანქანები არის Tesla ან ჩინური მანქანები, გარდა Volkswagen ID4-ისა.
ელექტრომობილების მწარმოებელი და სერვისის მიმწოდებელი TOP-10 კომპანია, რომელთა აქციებშიც, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტები მომხმარებლებს ინვესტირებას ურჩევენ:
ერთი აქციის ფასი 12 დეკემბრის მდგომარეობით:
Tesla – 428 აშშ დოლარი ;
Toyota Motor Corporation – 176,27 აშშ დოლარი;
BYD - 276,51 აშშ დოლარი;
Li Auto - 85,95 აშშ დოლარი;
NIO Inc – 4,48 აშშ დოლარი;
Lucid Group, Inc – 2,68 აშშ დოლარი;
XPeng Inc – 12,35 აშშ დოლარი;
ChargePoint Holdings, Inc – 1,19 აშშ დოლარი;
Aehr – 11,58 აშშ დოლარი;
სრულიად ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების გლობალური გაყიდვები ნოემბერში ზედიზედ მეშვიდე თვეა ზრდას აჩვენებს, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს და ზედიზედ მესამედ რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ Reuters კვლევითი კომპანია Rho Motion-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ნოემბერში ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები - როგორც მთლიანად ელექტრო, ასევე ჰიბრიდული - გაიზარდა 32,3%-ით და 1,83 მლნ ავტომობილი შეადგინა.
ჩინეთში გაყიდვები 50%-ით გაიზარდა და 1,27 მილიონ ავტომობილს მიაღწია.
შეერთებულ შტატებსა და კანადაში ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა 16,8%-ით და 0,17 მლნ-მდე, ხოლო ევროპაში 0,28 მილიონამდე, რაც წელთან შედარებით ოდნავ შემცირდა, მაგრამ 7,7%-ით მეტია ოქტომბერთან შედარებით.
„გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ჩინეთი განაგრძობს გაყიდვების ზრდას, რაც შეადგენს მთლიანი ელექტრომობილების გაყიდვების თითქმის 70%-ს თვის განმავლობაში, ხოლო ევროპაში რეგისტრაციებმა მცირე კლება აჩვენა.
ელექტრომობილების ბაზარი კრიტიკულ ტრანსფორმაციას განიცდის, რადგან ჩინეთში მზარდი მოთხოვნა და წარმოება კონკურენციას უწევს ელექტრომობილების ბაზრებს სხვა ქვეყნებში“, - წერს გამოცემა.
უახლესი
22 საათის წინ
მსოფლიოში კაკაოს მარცვლის საბირჟო ფასები მაქსიმუმზეა