დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა

07-07-2023 11:02:21

2023 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით,  აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.0 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.1 პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.67 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები