მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიცაა ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების არაერთი ფაქტი.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უახლესი
48 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია