დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომხმარებელი, რომელიც აქამდე თურქეთიდან იწერდა, ჩინური პლატფორმებიდან გამოწერაზე გადავიდა - Kiwi Post

მომხმარებელი, რომელიც აქამდე თურქეთიდან იწერდა, ჩინური პლატფორმებიდან გამოწერაზე გადავიდა - Kiwi Post

05-08-2024 11:00:00

თურქეთიდან გამოწერები ჯერ საბერძნეთმა, ახლა უკვე ჩინეთმა ჩაანაცვლა. დაახლოებით ასეთი მონაცემები აქვთ Kiwi Post-ში, რომელიც ქართველ მომხმარებელს რამდენიმე ბაზრიდან ამანათების გამოწერა/ჩამოტანის მიმართულებით ემსახურება. 

როგორც Business Insider Georgia-სთან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, მიმდინარე წელს ამერიკიდან ამანათების გამოწერის მაჩვენებელი 25%-ით, ხოლო ჩინეთიდან 30%-ითაა გაზრდილი. 

„2024 წლის პირველ ნახევარში ამერიკიდან გამოწერებზე გვაქვს დაახლოებით 25%-იანი ზრდა. ამერიკის ბაზარი და ამერიკიდან გამოწერები ქართველი მომხმარებლისთვის ყოველთვის საინტერესო იყო და ამ მიმართულებიდან გამოწერების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ კომპანიის მაგალითზე კი ამერიკის ტვირთების მაჩვენებელი 25%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება საბერძნეთის მიმართულებას, ის გასულ წელს არ გვქონდა და შედარებით ახალ მიმართულებად მიიჩნევა, აქ ზრდა ყოველთვიურ ჭრილში დაახლოებით 15%-დან 25-ია. ბრენდებიდან გამომდინარე საბერძნეთიდან გამოწერები საკმაოდ გააქტიურებულია.

ჩინეთიდან ამანათების გამოწერის კუთხით კი ზრდა მიმდინარე წლის 6 თვეში 30%-ს აჩვენებს. თურქეთის მიმართულებიდან ზრდა არ აღინიშნება, იქიდან გამომდინარე, რომ Temu-ს ჩვენს ბაზარზე შემოსვლის შემდეგ მომხმარებელი უფრო ჩინეთის პლატფორმებზე გადავიდა და ჩინეთის მიმართულებიდან გამოწერები გაიზარდა. რასაც ხელი ალბათ ლირის გაუფასურებამ და თურქული პროდუქციის გაძვირებამაც შეუწყო. Kiwi Post-ის მომხმარებელი, რომელიც აქამდე თურქეთიდან იწერდა, ჩინური პლატფორმებიდან გამოწერაზე გადავიდა. თურქეთის გამოწერებიდან რაღაც წილი თავის დროზე წაიღო საბერძნეთმაც, რადგანაც ბრენდული პროდუქცია საბერძნეთის ბაზარზე უფრო იაფი იყო. თუმცა Trendyol-ის მომხმარებელი ვინც იყო და იაფად ცდილობდა შოპინგს ეს მომხმარებელი უფრო ჩინეთიდან გამოწერებზე გადავიდა“, - ამბობს Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი.

ქეთევან შანიძის თქმით, Kiwi Post-ის პროგნოზით კომპანია ამანათების ჩამოტანის კუთხით წლის ბოლოსთვის 40-45%-იან ზრდაზე გავა, მით უმეტეს რომ გამოწერებისთვის აქტიური პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის.

შეგახსენებთ, რომ Kiwi Post-ი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და ჩინეთიდან საქართველოში. ასევე, გთავაზობთ საქართველოდან ინგლისში ამანათების გაგზავნის სერვისს. საუკეთესო ტარიფებით და ტრანსპორტირების უმოკლესი ვადებით, ონლაინ შოპინგი Kiwi Post-თან უფრო სწრაფი, მარტივი და უსაფრთხოა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები