NDI-ის კვლევით მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, სიღარიბისა და ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ.
კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველოში თავს დაუცველად გრძნობთ, გამოკითხულთა 40% სიღარიბეს, 34% უმუშევრობას, ხოლო 35% ინფლაციასა და მაღალ ფასებს ასახელებს.
გამოკითხულთა 33%-ის აზრით თავს უსაფრთხოდ ქვეყანაში კრიმინალის გამო გრძნობს, 22% პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს, ხოლო 10% რუსეთის ქმედებებს საქართველოს მიმართ.
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
უახლესი
1 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება2 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ