დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი - ვიქტორ სანიკიძე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგზე

მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი - ვიქტორ სანიკიძე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგზე

12-12-2024 14:21:00

ერთი მხრივ, ადამიანს მოუწოდებენ, რომ აუცილებლად დააფიქსიროს თავისი აზრი, ოღონდ ისეთი, რაც მათთვის იქნება მისაღები და არა ის, რასაც ადამიანი გულწრფელად გამოხატავს. ზოგადად, მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და მართლა ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ სანიკიძემ, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ლიბერალური წრის ბულინგი.

სანიკიძის განცხადებით, კვარაცხელიასთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ ის ყურადღებას არ მიაქცევს მსგავს გამოხტომებს და გააგრძელებს საკუთარი საქმის კეთებას. ლიბერალური ფაშიზმის ავტორებს კი, მისი თქმით, ბოლოს, პასუხი გაეცემათ.

„რანაირ ევროპულობაში ჯდება განსხვავებული აზრის მიუღებლობა ზოგადად. ადამიანს ამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ამხელა სპორტსმენია და იმის ნაცვლად, რომ თავის საქმეს აკეთებდეს, იმედია, არ კითხულობს ამ ყველაფერს და აიგნორებს. ყველაზე კარგი იქნება მისი მხრიდან, ასეთ გამოხტომებს, ასეთ ფაშიზმს არ მიაქციოს ყურადღება და აკეთოს თავისი საქმე - ის, რასაც ძალიან მაგრად აკეთებს. ამ ყველაფერს, ბოლოს, რა თქმა უნდა, გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები