დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
AD Ports Group-ისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრაზე თბილისის მშრალი პორტის პროექტზეც იმსჯელეს

AD Ports Group-ისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრაზე თბილისის მშრალი პორტის პროექტზეც იმსჯელეს

12-12-2024 15:30:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა "Abu Dhabi Ports"ის (AD Ports Group) რეგიონულ დირექტორს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამსონ ურიდიამ წარადგინდა პრეზენტაცია  შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მარტივი, გამჭვირვალე და ელექტრონული საბაჟო ფორმალობების აღსრულების შესახებ, რომელთა ერთობლიობა ქმნის ლოგისტიკური ჰაბის განვითარებისთვის ხელშემწყობ გარემოს. ყურადღება გამახვილდა აბუ დაბის ჯგუფთან თანამშრომლობის განვითარებაზე  თანამედროვე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობს Abu Dhabi Ports Group-ი და მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად თანამედროვე მულტიფუნქციური ლოგისტიკური ჰაბის შექმნას.  

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია -  საბაჟო-სატრანზიტო პროცედურების განხორციელების, ასევე მონაცემთა წინასწარ, ელექტრონულ რეჟიმში გაცვლისა და  ელექტრონული ვაჭრობის რეგულირების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები