2024 წლის 10 თვეში თბილისში, ბაზრის ლიდერია „ნიკორა“ საცალო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის 19.8%-იანი წილით, ამის შესახებ Galt & taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.
ბაზრის წილის გადანაწილება განსხვავებულია თბილისსა და რეგიონებში.
2024 წლის 10 თვეში ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა მეტწილად ახალი მაღაზიების გახსნის ხარჯზე მოხდა. ახალმა მაღაზიებმა ჩაანაცვლეს ტრადიციული ფორმატის მაღაზიები და არაფორმალური ვაჭრობა.
2024 წელს FMCG ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა. 2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლების ზრდა ძირითადად მოთხოვნის ფაქტორით არის განპირობებული, რადგან ფასისმიერი ეფექტი მინიმალურია. აღსანიშნავია, რომ ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით იზრდება - 2024 წელს ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა წლიურად 14.9%-ით 9.5 მლრდ ლარამდეა მოსალოდნელი, ხოლო სხვა ფორმატების ზრდა 6.1%-ის დონეზე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 40.7%-ია, რაც დინამიკაში მზარდია.
იგივე თემაზე:
უახლესი
18 წუთის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება