როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვთ საქართველოსა და ესპანეთს
ესპანეთიდან იმპორტი 7%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 62%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ესპანეთიდან 180,951.88 დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 168,437.28 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 7.4%-ია. მიმდინარე წლის მაჩვენებლებით, ესპანეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილებია, რომელზეც ამ ქვეყნიდან იმპორტის 9,2%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს:
რაც შეეხება საქართველოდან ესპანეთში ექსპორტს კლება სოლიდურია და ის 61.9%-ის დონეზეა. სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ესპანეთში 28,352.64 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74,511.15 ათასი დოლარია. საქართველოდან ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.
TOP 5 პროდუქტი, რაც საქართველომ ესპანეთში გაყიდა:
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები