დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში პოლონური პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამა ძლიერდება

საქართველოში პოლონური პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამა ძლიერდება

12-12-2024 15:41:00

საქართველოში პოლონური პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამა ძლიერდება. როგორც საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, პოლონეთში წარმებული პროდუქციის კამპანიის ფარგლეში, მომხმარებელი დეკემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით მაღაზიების თაროებზე პოლონეთის დროშის ნახვას შეძლებს.

„თბილისში ZBH PAIH-ის ინიციატივის ფარგლებში, უკვე 8 ქართულ სავაჭრო ქსელში, რაც ჯამში 692 ობიექტს მოიცავს, გამოფენილია პოლონეთში დამზადებული პროდუქცია, რომელიც მარკირებულია ნიშნით made in Poland. ამ კამპანიის წყალობით, დეკემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით მაღაზიების თაროებზე პოლონეთის დროშის ნახვას შეძლებთ. პროექტში მონაწილე მაღაზიები ასევე გთავაზობენ დამატებით ფასდაკლებებს პოლონურ პროდუქტებზე.

ინიციატივის მიზანია, დაარწმუნოს ქართველი მომხმარებელი, რომ შეიძინოს მაღალი ხარისხის კოსმეტიკა, საკვები პროდუქტები, საბავშვო სათამაშოები და სამშენებლო აქსესუარები პოლონეთიდან.

აქციაში მონაწილე ბრენდებია Bezgluten, Bogutti, Mokate, Kabisa, Kwidzyn, Lestello, E. Wedel, Mlekovita, Mlekpol, Piątnica, Roleski, Sante, Stokson, Tarczyński (SNACK !T), Tymbark, TAGO, Vobro, Sonko, @Awenta - systemy wentylacyjne, Deante, Ceramika Paradyż, Tubądzin, Tytan, Lirene, Joanna, Pharmaceris, Ziaja Polska, Ziołolek (Linomag), Kidwell i Caretero“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები