დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
“მელიორას” ჯილდო კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” „თეგეტას“ გადაეცა

“მელიორას” ჯილდო კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” „თეგეტას“ გადაეცა

03-07-2024 16:29:00

 

Meliora 2024-ის კატეგორიაში 'მწვანე ინიციატივა', გამარჯვებული მსხვილი კომპანია Tegeta • თეგეტა გახდა. 

„თეგეტა“ აცნობიერებს, რომ გავლენას ახდენს გარემოზე, რაც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ენერგიის მოხმარებას, ნარჩენების წარმოქმნას, ჰაერისა და წყლის დაბინძურებას,პროდუქციისა და სერვისების ზეგავლენას გარემოზე და ა.შ. ის პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია წარუდგინა საზოგადოებას. გარემოს დაცვა „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

“მელიორას” ჯილდო კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” „თეგეტას“ გადაეცა. ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლობა ორგანიზატორებს, ქართველ და უცხოელ ჟიურის წევრებს, რომ ბევრ ღირსეულ კანდიდატს შორის “თეგეტას” პროექტები გამოარჩიეს

რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს დიდ გუნდს იმ აქტივობებისთვის, რითაც ეს ჯილდო მოვიგეთ“, წერს სოციალურ ქსელში „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი თათია ხორბალაძე.

შეიტყვეთ მეტი პროექტ „თეგეტას მწვანე სტანდარტი“-ს შესახებ, რომელიც 2023 წელს დაიწყო: აქ

ღონისძიება ჩატარდა #CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები