დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastercard-ი  სადებეტო ბარათების ბაზარზე პოზიციებს არ თმობს

Mastercard-ი სადებეტო ბარათების ბაზარზე პოზიციებს არ თმობს

27-05-2023 02:27:04

მიმოქცევაში არსებული აქტიური სადებეტო ბარათების 53%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31% VISA-ს.

სებ-ის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობა 7 535 546 ერთეული იყო, საიდანაც 3 989 770 ბარათი ეკუთვნის Mastercard-ს (EC/MC), ხოლო 2 339 482 VISA-ს. 

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 16%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1 206 294 ერთეულ ბაზაზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის აპრილში მარტთან შედარებით  მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 0.8%-ითაა გაზრდილი. მარტის მონაცემებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო​ ბარათების რაოდენობა 7 473 387 ერთეულს შეადგენდა.

წლიურ ჭრილში კი აქტიური სადებეტო ბარათების რაოდენობა 19%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის აპრილის ბოლოსთვის ქვეყანაში აქტიური სადებეტო ბარათების რაოდენობა  6 307 190 ერთეულს შეადგენდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები