დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მახსენდება 2012 წელი, როცა ზუსტად ამ მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი ვიდექით და მთელს მსოფლიოს ვუჩვენეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა - ირაკლი ღარიბაშვილი

მახსენდება 2012 წელი, როცა ზუსტად ამ მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი ვიდექით და მთელს მსოფლიოს ვუჩვენეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა - ირაკლი ღარიბაშვილი

23-10-2024 20:56:00

„მოგესალმებით თბილისელებო, მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლებო, მივესალმები ყველასგან გამორჩეულ ჩვენს დედაქალაქს. მივესალმები ჩვენი რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს. მინდა მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა იმისთვის, რომ დღეს, საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრაზე ამდენი ხალხი შევიკრიბეთ“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

პარტიის თავმჯდომარემ 2012 წელი გაიხსენა, როცა თავისუფლების მოედანზე მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი იყო შეკრებილი.

მისივე თქმით, ახლაც იგივე შემართებას ხედავს, რაც არის იმის გარანტი, რომ 26 ოქტომბერს ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„მახსენდება 2012 წელი, როცა ზუსტად აქ, ამ მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი ვიდექით. მაშინ სისხლიან მჩაგვრელ რეჟიმს და მათ უცხოელ მფარველებს უპრეცედენტო ერთიანობა და ძალა ვუჩვენეთ და მთელს მსოფლიოს ვუჩვენეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი და ყველას დავანახეთ, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. რა თქმა უნდა, 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად მისი მთავარი შემოქმედის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, სამაგალითო პატრიოტისა და ნამდვილი მებრძოლი კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით იქნა მიღწეული. და დღესაც, მისი ლიდერობით იგივე შემართებას ვხედავთ, რაც არის იმის გარანტი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები