2023 წლის მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 270 001 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობის 77%-ია, ხოლო 2022 წლის მაისის მონაცემებთან შედარებით, 14%-იანი ზრდაა.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის მაისში 46 057 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებლის 95%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემების 97%.
უახლესი