დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაგისტრალური გაზსადენის 126,0 კმ-ზე სარემონტო სამუშაოების გამო რამდენიმე სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება

მაგისტრალური გაზსადენის 126,0 კმ-ზე სარემონტო სამუშაოების გამო რამდენიმე სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება

24-07-2023 16:30:57

26 ივლისს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 126,0 კმ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 26 ივლისის 06:00 საათიდან-დან 27 ივლისის 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ჭართალის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

შემდეგ სოფლებს: ჭარათალას, ზენუბანს, ჭალის სოფელს, ჩიტაურებს, მენესოს, სონდას, მუგუდას, ბუჩაანთკარსა და გვრიტოს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები