Galt & Taggar-ის 10-14 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 35.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.16% წინა კვირასთან შედარებით და +3.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 269 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.15 - 36.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.54% წინა კვირასთან შედარებით და +5.08% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 265 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.30 - 28.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.04 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.20% წინა კვირასთან შედარებით და -0.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 283 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.75 - 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები