ცნობილი რესტორნების „ლილესთან“ და „გალას“ მფლობელი ლილე მაღლაფერიძე ახალ პროექტს იწყებს. რას მოიცავს ახლი პროექტი, სად განხორციელდება და რა იქნება მისი კონკურენტული უპირატესობა ადგილობრივ ბაზაზე, ამ საკითხებზე Business Insider Georgia ლილე მაღლაფერიძეს ესაუბრა:
პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტი მოიცავს ვარციხეში მდებარე „შატო ლაბარას“ ტერიტორიაზე რესტორნის გახსნას.
ლაბარას ვენახები გაშენებულია 10 ჰექტარ ფართობზე, სადაც მოდის საუკეთესო კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური, ალადასტური და ოცხანური საფერე, სალხინოში ერთ ჰექტარზეა გაშენებულია ოჯალეში.
„ლაბარას“ ღვინოები იყიდება საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და აშშ ში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე: 8000 მოსავალში, ალკორიუმში, წერტში, ევროპროდუქტში, სხვადასხვა რესტორნებში.
კომპანია დაარსდა 2018 წელს და ორიენტირებულია მხოლოდ მაღალი კლასის ღვინოების წარმოებაზე. კომპანია ღვინოს აყენებს როგორც ქვევრის ასევე კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით.
ჩვენი მიზანია, სტუმრებს საუკეთესო იმერულ ღვინოსთან ერთად შევთავაზოთ ავთენტური იმერული სამზარეული, იმერული კერძების მომზადების მასტერკლასები და შევუქმნათ იმერული სტუმართ- მასპინძლობის განსაკუთრებული მაგალითი.
სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ძირითადი საშუალებების შეძენის პროცესში ვართ. არაუგვიანეს ორი თვისა რესტორანი დაიწყებს ფუნქციონირებას.
ეს არის ლაბარას დამფუძნებლების და ჩვენი კოლაბორაცია და ვფიქრობ, საინტერესო თანხვედრაა მათი, როგორც საუკეთესო იმერული ღვინის მწარმოებლების და ჩვენი როგორც გამოცდილების მქონე გუნდის აღნიშნულ სფეროში.
რა არის პროექტის მიზანი და რა შედეგზე არის გათვლილი?
პროექტის მიზანია, უზრუნველყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გასტრონომიული პროდუქტის - ღვინისა და იმერული კერძების მიწოდება როგორც ქართულ, ასევე ტურისტულ აუდიტორიისადმი და განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი იმერული გამასპინძლება.
130 000 ლარია, უძრავი ქონების ღირებულების გარეშე.
„შატო ლაბარა“ ფლობს მრავალ ჯილდოს როგორც საუკეთესო იმერული ღვინის მწარმოებელი კომპანია. სულ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia - ფარგლებში ცოლიკოური 2020 ქვევრი, კრახუნა 2022 კლასიკური , დაჯილდოვდა საუკეთესო ღვინოების კატეგორიაში.
ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, სწორედ მაღალი ხარისხის, ტექნოლოგიურად სწორად გამართული ღვინის წარმოება და ის ულამაზესი ხედია, რომელიც შატოს ირგვლივ იშლება. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ „შატო ლაბარაში“ ღვინის გზა ვენახიდან სტუმრის მაგიდამდე და ავთენტური იმერული სამზარეულო ერთ სივრცეში მოექცევა, რაც განსაკუთრებულ გარემოს ქმნის და არის კლასიკური შატოს სტატუსის განმსაზღვრელი აუცილებელი პირობა.
უახლესი