ხვალ, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. როგორც მინისტრის მოხსენებაშია აღნიშნული, 2023 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 2 502 სისხლის სამართლის საქმეზე;
„გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 603 პირის მიმართ; სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 130 მილიონ ლარზე მეტი;
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 147 ლარს აჭარბებს, მათ შორის, მიწის ნაკვეთების ღირებულებაა 71 მილიონი ლარი, ხოლო სხვა უძრავი ქონების ღირებულება (ბინა, ავტოსადგომი, დამხმარე ფართი, კომერციული ფართი, საოფისე ფართი და ა.შ.) - 76 მილიონ ლარს აჭარბებს;
დაყადაღებული მოძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო ანგარიშებზე დაყადაღებული თანხების რაოდენობა 7 მილიონ ლარამდეა“, - აღნიშნულია მოხსენებაში, რომელსაც მინისტრი 21 თებერვალს დეპუტატებს ტრიბუნიდან გააცნობს.
უახლესი