დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლასარე“ IndiGo-ს ავიარეისებს სატვირთო მომსახურებას გაუწევს

„ლასარე“ IndiGo-ს ავიარეისებს სატვირთო მომსახურებას გაუწევს

10-08-2023 18:00:55

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია IndiGo „ლასარეს“’ პარტნიორი გახდა. როგორც „ლასარეში“ განმარტავენ, ავიაკომპანია IndiGo რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს, რაც მეტად გაამარტივებს ტვირთების გადაზიდვებს აღნიშნული მიმართულებებით

„ლასარე“ IndiGo-ს ავიარეისებს სატვირთო მომსახურებას გაუწევს.

IndiGo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით, საიდანაც 79 – ადგილობრივი, 32 კი – საერთაშორისოა.

აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo, აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ივნისში, IndiGo-მ კომპანია AIRBUS 500 ერთეული A320 ტიპის თვითმფრინავი შეუკვეთა, რაც ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი შესყიდვაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები