საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა, ქვეყანაში არსებული დაძაბული ფონის მიუხედავად 9,5% იქნება.
„ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპით გრძელდება, მათ შორის არა მხოლოდ მესამე კვარტლის, მეათე თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემებიც გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ნაწილში და მეათე თვეც, ოქტომბერი დასრულდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდით. შესაბამისად 10 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10%. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს წელს, ეს არის გასულ წელზე მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ასევე პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლარი მცირე რყევების შემდეგ კვლავ დასტაბილურება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
„ასეთ რამდენიმე დღიან ძალადობას, რა თქმა უნდა შეუძლია მცირე რყევები გამოიწვიოს მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დროებითი. ლარი დასტაბილურება, როგორც ეს მოხდა წინა რყევების შემთხვევაში, რამდენიმე დღით შეიცვალა ლარის კურსი, თუმცა შემდეგ დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს. აქაც იგივე იქნება, ლარის კურსი დასტაბილურება და ეკონომიკაც დასტაბილურება. ჩვენ წლის ბოლოსთვის მინიმუმ გავალთ ეკონომიკური ზრდის 9,5%-ზე ანუ გვექნება ძალიან მაღალი მაჩვენებელი. 2023 წელს გვქონდა 8,7%, წელს გვექნება უფრო მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უახლესი
2 კვირაში
Kairos Logistics1 დღეში
HSC Group Hospitality