Coca-Cola-ს გადაწყვეტილებამ გარემოსდამცველების უკმაყოფილება მას შემდეგ გამოიწვია, რაც გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა ყოველწლიურად ათობით მილიარდი ბოთლისთვის გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების მიზნები შეცვალა.
ირკვევა, რომ ამერიკული სასმელების მწარმოებელი გადაამუშავებს ნაკლებ პლასტმასას და შეამცირებს ემისიებს უფრო ნელა, ვიდრე ეს აქამდე ჰქონდა პროგნოზირებული.
კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ მიზნად ისახავს 2035 წლისთვის პირველად შეფუთვაში 35-დან 40 პროცენტამდე რეციკლირებული მასალა გამოიყენოს, როგორიცაა პლასტმასა, მინა და ალუმინი. აქამდე კომპანიას აღნიშნული მიზნების მინიმუმ 50%-მდე მიღწევა 2030 წლისთვის ჰქონდა დაანონსებული.
უცხოური მედია წერს, რომ აშშ-ის ერთ-ერთი საკულტო ბრენდისგან უკან დახევა ხდება მაშინ, როდესაც გლობალური ძალები იბრძვიან შეთანხმდნენ იმაზე, თუ პლასტმასისგან დაბინძურების ზრდას როგორ ებრძოლონ.
კომპანიის ანგარიშის თანახმად, კი Coca-Cola-ს ქსელმა 2023 წელს 5,97 მილიონი ტონა შეფუთვა დააგენერირა, რომელიც მოიცავდა 137 მილიარდ პლასტმასის ბოთლს და 74 მილიარდ ალუმინის და ფოლადის ბოთლებს და ქილებს.
„ჩვენ ვრჩებით მოწოდებულნი მივაღწიოთ გრძელვადიანი ბიზნესის მდგრადობა და მოვიპოვოთ ჩვენი სოციალური ლიცენზია, რათა ვიმოქმედოთ ჩვენი განვითარებული ნებაყოფლობითი გარემოსდაცვითი მიზნებით“, - თქვა Coca-Cola-ს გლობალური კომუნიკაციების, მდგრადობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ოფიცერმა ბეა პერესიმ.
კომპანიამ ამ კვირაში განაცხადა, რომ ინვესტირებას განახორციელებს ხელახალი შეფუთვაში "სადაც ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს".
Coca-Cola-მ ამ კვირაში შეცვალა სათბურის გაზების დაბინძურების მიზნები და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს ემისიების შემცირებას 2019 წლის საბაზისო მდგომარეობიდან 2035 წლისთვის 1.5C-გრადუსიანი ტრაექტორიის შესაბამისად. მასში პროცენტული შემცირება მითითებული არ არის.
უახლესი
2 კვირაში
Kairos Logistics1 დღეში
HSC Group Hospitality