„სტუმრების ვიზიტების კუთხით გვქონდა არაჩვეულებრივად კარგი წელი, რასაც ისედაც ველოდით. ამჟამინდელი პროგნოზით 2025 წელი ბევრად უკეთესი იქნება. გვიხარია რომ გვყავს ბევრი ლოიალური სტუმარი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი სასტუმროს მომსახურების მაღალ ხარისხსა და დამსვენებელზე ორიენტირებულობას“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „გუდაური ლოჯის“ გაყიდვების დირექტორმა ანა ბლუაშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება სიახლეებს, როგორც სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, ამ მიმართულებით მუდმივად განახლების რეჟიმში არიან.
„ჩვენს მუდმივ დამსვენებლებს ყოველთვის ვთავაზობთ სიახლეებს, განსაკუთრებით სპა და სარესტორნო სივრცეებში. ხშირად ვცვლით მენიუებს და ჩვენს სტუმრებს ვანებივრებთ როგორც ტრადიციული, ისე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძებით. გასტრონომიული გამოცდილებისა და თოვლიან მთებზე სრიალის შემდეგ, ყოველთვის სასიამოვნოა სარელაქსაციო მასაჟები და სხვადასხვა სპა პროცედურებით სარგებლობა. რაც შეეხება ახალი წლის ღამეს - ჯავშნები თითქმის შევსებულია, ამიტომ მსურველებს ვურჩევთ თადარიგი დაიჭირონ და შეხვდნენ 2025 წელს ჩვენთან და DJ Tobako Tween-თან ერთად“, - განაცხადა სასტუმროს გაყიდვების დიქრექტორმა.
„გუდაური ლოჯში“ არის როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი კატეგორიის 121 სასტუმრო ოთახი. სასტუმროში ასევე არის საკონფერენციო სივრცეები, ბარები, რესტორანი. ასევე სპა მრავალფეროვანი და ახლა უკვე განახლებული მენიუთი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა პროცედურის ჩატარება. ასევე შიდა საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, საუნა და გარე სივრცეში მდებარე ცხელი ჯაკუზი. ამ სერვისით დამსველებლები ყველა სეზონზე სარგებლობენ.იანვრის პერიოდში სასტუმროში განთავსების საფასური დღე-ღამეში საშუალოდ 1000 ლარია. თუმცა, როგორც სასტუმროში აცხადებენ, განთავსების ფასები დამოკიდებულია მოთხოვნილ პერიოდზე, ასევე ოთახის შერჩეულ კატეგორიაზე.
რაც შეეხება „გუდაური ლოჯის“ კონკურენტულ უპირატესობას, სასტუმროს აქვს ტურისტებისთვის მიმზიდველი მდებარეობა.
„გუდაური ლოჯი“ მდებარეობს პირველი სასრიალო ტრასის გვერდით. სასტუმროშივე არის Ski Depot-ი, სადაც დამსველებლებს შეუძლიათ იქირაონ სრული ეკიპირება როგორც თხილამურებზე, ასევე სნოუბორდზე სასრიალოდ, ან ისწავლონ სრიალი გამოცდილი ინსტრუქტორების დახმარებით“, - განაცხადა სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა.
სასტუმრო „გუდაური ლოჯი“ გაიხსნა 2019 წელს, შემდეგ პანდემიის დროს ოპერირება შეაჩერა. სასტუმრო პანდემიის შემდგომ ხელახლა 2021 წლის ბოლოს, ზამთრის სეზონზე გაიხსნა.
უახლესი
2 კვირაში
Kairos Logistics5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება