2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 48,241.35 ათასი ცალი კვერცხი იყიდა, რაშიც 5,347.18 ათასი დოლარი გადაიხადა. ეს მაჩვენებლები კი 195%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში 16,335.78 ათასი კვერცხის იმპორტი განხორციელდა.
ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ კვერცხის იმპორტის რეკორდული წელი სწორედ 2023 წელი იქნება, რადგანაც მიმდინარე 9 თვის მონაცემები 2022 წლის წლიურ მაჩვენებლებს უკვე ბევრად აჭარბებს. 2022 წელს ზრდა 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 113%-ი იყო.
2023 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკით საქართველოში კვერცხის იმპორტი სულ 5 ქვეყნიდან განხორციელდა. ქვეყანაში იმპორტირებული კვერცხის 98.5%-ი კი თურქეთზე მოდის.
უახლესი