დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს

25-03-2025 15:00:00

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 783.39 ათასი დოლარის ღირებულების 327.43 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა. აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით კი ირკვევა, რომ ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 2%-ითაა შემცირებული. 2024 წლის 2 თვეში ქვეყანამ სულ 335.62 ტონა ავოკადო იყიდა.

საქართველოსთვის ავოკადოს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის ორ თვეში ავოკადოს იმპორტი ორი ბაზრიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან ფიქსირდება, თუმცა თურქეთზე ავოკადოს იმპორტის 57%-ი მოდის.

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ავოკადო იყიდა:

  • თურქეთი - 187.41 ტონა,
  • ნიდერლანდები - 140.02 ტონა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ავოკადოს იმპორტს კუთხით რეკორდი 2024 წელს დაამყარა, როდესაც 4,451.98  ათასი დოლარის ღირებულების 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა. ზოგადად ქვეყანაში ავოკადოს იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო. 
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები